გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 17:08
გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული, ბრწყინვალე და თავდადებული ადამიანის, ჩეხეთის სენატის ყოფილი პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო. ჩეხეთის რესპუბლიკამ დაკარგა ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი თავდადებული ლიდერი. ის საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორი იყო. ჩვენ გულწრფელად თანავუგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ იაროსლავ კუბერას ოჯახსა და ახლობლებს“, - წერს გიორგი ვოლსკი სამძიმრის წიგნში.