რუსეთში საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებისთვის იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 17:14
რუსეთში საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებისთვის იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთსი დააკავეს იაპონელი, რომელიც რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ საიდუმლო მონაცემების მოპოვებას ცდილობდა. რუსული მედიის ცნობით, დაკავებულს ჟურნალისტის ვიზა ჰქონდა.

ინციდენტი 25 იანვარს მოხდა. მას რუსეთის ტერიტორიის დასატოვებლად 72 საათი მიეცა.  ჟურნალისტმა რუსეთი ინციდენტის მეორე დღეს დატოვა.

იაპონელის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთმა იაპონიის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადასცა.