"უხანში მაცხოვრებლები აივნებიდან ერთმანეთს აიმედებენ და ჰიმნს მღერიან" - ვიდეო
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 18:15
"უხანში მაცხოვრებლები აივნებიდან ერთმანეთს აიმედებენ და ჰიმნს მღერიან" - ვიდეო

ქართველი დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრ ქალაქ უჰანში არსებულ სიტუაციას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის:

"ვირუსით შეპყრობილ უხანში, ყოველ საღამოს:

მაცხოვრებლები აივნებიდან ერთმანეთს აიმედებენ, გადასცემენ და ხმამაღლა ჰყვირიან: გაუმარჯოს უხანს! 

და შემდეგ ჩინეთის ჰიმნს მღერიან

იმედია 11 მილიონიან გმირ ქალაქს და მის მაცხოვრებლებს მალე დაუმთავრდებათ ეს კოშმარი!

მათ შორის: სამ ქართველს

გაუმარჯოს უხანს", - წერს ოთარ ჩრდილელი