ბილ გეითსმა კორონავირუსთან საბრძოლველად $10 მილიონი გადარიცხა
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 23:14
ბილ გეითსმა კორონავირუსთან საბრძოლველად $10 მილიონი გადარიცხა

კომპანია Microsoft-ის დამაარსებელიმა, ბილ გეითსიმა ჩინეთში გავრცელებული ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად $10 მილიონი გამოყო. ინფორმაციას ბილ და მელინდა გეითსების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანხის ნახევარი ჩინეთის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს გადაერიცხება,  დანარჩენი თანხა კი დაავადების კონტროლისა და აღკვეთის აფრიკულ ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, ხუბეის პროვინცია უჰანში გავრცელებელი ახალი კორონავირუსის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3000 აღწევს. ვირუსის დადასტურებული შემთხვევები მსოფლიოს 15 ქვეყანაში გამოვლინდა.