თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 23:38
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.

"აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში,
ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე. ამაღამ, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება გზა კოსტავას ქუჩაზე,
კინოთეატრ „ამირანთან“.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.