საბჭოთა კინოს ვარსკვლავი ნატალია ანდრეიჩენკო გაუჩინარდა
ამობეჭდვა · 28 / 01 / 2020 12:10
საბჭოთა კინოს ვარსკვლავი ნატალია ანდრეიჩენკო გაუჩინარდა

მაქსიმილიან შელის ყოფილი მეუღლე, ცნობილი რუსი მსახიობი ნატალია ანდრეიჩენკო, რომელმაც სახელი გაითქვა მერი პოპინსის როლის შესრულებით, მექსიკაში გაუჩინარდა.

როგორც მისი პიარმენეჯერი იტყობინება, ნატალია მეგობართან იყო სტუმრად და მისგან გამოსული აღარავის უნახავს, მისი ტელეფონი გამორთულია.

მისი თქმით, მსახიობი სამ ახალ პროექტზე მუშაობდა.

მსახიობი 63 წლისაა.

Image result for ნატალია ანდრეიჩენკო