ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2020 14:19
ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“ – განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.

გამოცემის ცნობით, ვაქცინის შექმნაში ამერიკელი და ჩინელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.