"წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე" - კობი ბრაიანტის მეუღლის ემოციური პოსტი (ფოტო)
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2020 11:52
"წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე" - კობი ბრაიანტის მეუღლის ემოციური პოსტი (ფოტო)

კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლე, ვანესა ბრაიანტი სოციალურ ქსელში პოსტს და ოჯახის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს:

"ჩემ გოგონებს და მე გვინდა მადლობა ვუთხრათ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს ამ საშინელ დროს. მადლობა ლოცვისთვის. ჩვენ ეს გვჭირდება.

სრულიად გამოფიტულები ვართ ჩემი ქმრის მოულოდნელი დაკარგვით. კობი – საოცარი მამა; ჩემი მშვენიერი, საყვარელი ჯანა – მოსიყვარულე, შესანიშნავი შვილი და არაჩვეულებრივი დაიკო.

ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ოჯახების მწუხარებას, რომლებმაც კვირას ახლობლები დაკარგეს.

არ გვყოფნის სიტყვები ტკივილის გამოსახატად. არანორმალურად ბედნიერები ვიყავით, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. მინდა ისინი სამუდამოდ დარჩნენ ჩვენთან.

წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე. მაგრამ ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დღე, ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, რადგან კობი და ჩვენი პატარა ჯიჯი გზას გვინათებენ. ჩვენი სიყვარული მათ მიმართ უსაზღვროა და ამის გაზომვა შეუძლებელია. მე უბრალოდ მინდა მათ ჩავეხუტო, ვილოცო და დავლოცო. მინდა ისინი აქ იყვნენ, ჩვენთან, სამუდამოდ.

მადლობა მხარდაჭერისთვის. გთხოვთ პატივისცემა და კონფიდენციალურობა გამოიჩინოთ, რაც დაგვჭირდება ამ ახალ რეალობაში.

ფონდმა Mamba Sports Foundation დააფუძნა ფონდი MambaOnThree, რათა ტრაგედისგან დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს.

დიდი მადლობა თქვენი ლოცვისთვის და კობის, ჯიჯის, ნატალიას, ბიანკას, კაპრის და ჩემი სიყვარულისთვის".

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი კალიფორნიაში, 26 მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.