"სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს" - როგორია პატარა ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2020 14:53
"სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს" - როგორია პატარა ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინდოეთის კლინიკაში მყოფი 2 წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პატარას მხარდაჭერთა ფეისბუქგვერზე ინფორმაცია ვრცელდება:

"ღამე 75-ე.
ვიცით, ყველა ღელავთ... თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობაც, ინფორმაციას გაგებისთანავე გაწვდით.

ანიტას აქვს შინაგანი სისხლდენა, რაც
სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი ვეღარ ეგუება ეკმოს აპარატს.

ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს, იგი ცდილობს მოძებნოს საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ამ ეტაპზე განიხილება გულის ორივე პარკუჭზე აპარატის დაყენება, თუმცა გასათვალისწინებელია სეფსისის კუთხით მდგომარეობა.

გაკეთდა სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის პასუხსაც გარკვეული დრო სჭირდება.

როგორც აგვიხსნეს, სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, ამიტომ, გრძელდება მკურნალობა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

ყველანაირი სიახლე დაიდება ჯგუფში.
გმადლობთ თანადგომისთვის!", - აღნიშნულია ინფორმაციაში,