ცოტნე გააღვიძეს, თუმცა ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია - კონსტანტინე გამსახურდია
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2020 16:57
ცოტნე გააღვიძეს, თუმცა ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია - კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ მისი ძმა, ცოტნე გამსახურდია, რომელიც მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის, გააღვიძეს. ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

"კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.

respect ამ ექიმების მიმართ - მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს", - წერს გამსახურდია.