"გევედრებით, ყველას სთხოვეთ ამაღამ ანიტასთვის ლოცვა" - პატარა ანიტას დედა
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2020 22:41
"გევედრებით, ყველას სთხოვეთ ამაღამ ანიტასთვის ლოცვა" - პატარა ანიტას დედა

ინდოეთის კლინიკაში მყოფი 2 წლის ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყველას პატარასთვის ლოცვას სთხოვს:

"გევედრებით, ვისაც სადმე ხმა მიგიწვდებათ, ყველას სთხოვეთ ამაღამ ანიტასთვის ლოცვა. ლოცვამ უნდა გადაგვარჩინოს. დამეხმარეთ ამ ერთხელაც. ყველაზე ძალიან მჭირდებით... დამიდექით გვერდით, ვისაც როგორ შეგიძლიათ ილოცეთ, მთელი გულით",-  წერს მარიკო სადრაძე.