საქართველოს პრეზიდენტი უნდა გავხდე და ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დავაბრუნო - კორეელი ბავშვი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2020 17:11
საქართველოს პრეზიდენტი უნდა გავხდე  და ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დავაბრუნო - კორეელი ბავშვი (ვიდეო)

კორეელი დაელ ჰეო, რომელიც რამდენიმე წლის მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამივიდა, რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს.

„საქართველო ჩემთვის ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყანაა.

თავიდან მინდა ანიმატორობა, მერე მოდის დიზაინერი, რომელიც ტანსაცმელს კერავს და არ ვიცი მოდელი გამოვიდე თუ არა, და სულ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც სალომე საქართველოს პრეზიდენტი მეც უნდა გავხდე საქართველოს პრეზიდენტი და ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დავაბრუნო.

რუსეთმა ხომ წაგვართავა აფხაზეთი და ოსეთი და ეს უნდა დავაბრუნო“ – განაცხადა დაელ ჰეომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის შოუში“.