"ვითომ სასწაულმოქმედი ჩინური მედიკამენტები, რომლებსაც ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზა ჩავუტარეთ, დიმედროლ-ანალგინი და ძლიერი სპირტის ნაზავი აღმოჩნდა"
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2020 11:39
"ვითომ სასწაულმოქმედი ჩინური მედიკამენტები, რომლებსაც ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზა ჩავუტარეთ, დიმედროლ-ანალგინი და ძლიერი სპირტის ნაზავი აღმოჩნდა"

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარეხ სირბილაძე პოსტს აქვეყნებს:

"როგორ არ ეშინია ღმერთის?!
დღეს ჩემი მშობლები ტელევიზიის საშუალებით იგებენ, რომ ადამიანს, რომელსაც წლები ეძებდნენ; ადამიანმა, რომელმაც მათი შვილის - ჩემი დის სიცოცხლით ითამაშა; ადამიანმა, რომელმაც 1993 წელს თავის ძმასთან ერთად (რომელიც დღეს ქუთაისის ერთ-ერთ ტაძარში მღვდელია და მსგავს საქმიანობას ისევ განაგრძობს... იბრალებს, რომ ადამიანებს სიმსივნისგან კურნავს.. რაღა თქმა უნდა, ბევრი ფულის სანაცვლოდ )დაიბრალეს ექიმობა და იმედი მისცეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ მშობლებს, რომ ჩინური აპარატურითა და მედიკამენტებით შვილს გადაურჩენდნენ. (ვითომ სასწაულმოქმედი ჩინური მედიკამენტები, რომლებსაც ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზა ჩავუტარეთ და დიმედროლ-ანალგინი და ძლიერი სპირტის ნაზავი აღმოჩნდა).
გარდა იმისა, რომ უზარმაზარ თანხებს იღებდა მედიკამენტების სანაცვლოდ, ოჯახს იარაღს სთხოვდა მტრებისგან თავის დასაცავად (მამასგან ჰქონდა გარანტია, რომ მაშინდელი პოლიცია დაიცავდა). მთელი ქალაქი იმედით შეჰყურებდა, რომ ბავშვს გადაარჩენდა... ჩემი დის გარდაცვალებიდან ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა და მას შემდეგ წლები მიმალვაში ბრძანდებოდა.
დღეს ეს ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები, გენერალური პროკურორობის კანდიდატია.
გელა ჩივაძე - საერთოდ არ გრცხვენია?!
სადაც არ უნდა იყო, შენს აჩრდილად ვივლი და არ მოგცემ საშუალებას საზოგადოება მოატყუო!", - წერს სირბილაძე.