ალასკაზე დაკარგული ბავშვები იპოვეს, რომლებიც თოვლში ამოთხრილ ორმოში უმცროს ძმას ათბობდნენ
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2020 14:16
ალასკაზე დაკარგული ბავშვები იპოვეს, რომლებიც თოვლში ამოთხრილ ორმოში უმცროს ძმას ათბობდნენ

ალასკაზე დაკარგული ბავშვები, რომლებსაც მაშველები 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ, უმცროს ძმას სხეულის ტმპერატურით ათბობდნენ.

როგორც alaskapublic.org წერს, ბავშვებმა თოვლში ორმო ამოთხარეს, შიგნით ჩაწვნენ და 2 წლის ძმას ყინვისგან იცავდნენ. ქარბუქში გაუჩინარებულ 14, 8, 7 და 2 წლის ძმებს 24 საათის განავლობაში ეძებდნენ:



„თოვლში მოძრაობა შევნიშნე, შორიდან მეგონა, მხოლოდ ერთი ბავშვი დავინახე. მცირეწლოვანიც იქ იყო. მასზე ზემოდან ბიჭი იწვა, მარცხენა მხრიდან მეორე ბიჭი ეფარებოდა, ცოტათი უფროსი ბიჭი კი მათ ზემოთ იყო. ისინი უმცროს ძმას იცავდნენ” – იხსენებს მაშველი, რომელმაც ბიჭები იპოვა.

ბავშვებს მაშველებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მაშველი ამბობს, საოცრებაა, რომ ბიჭებმა 24 საათი ასეთ დაბალ ტემპერატურაში გადარჩენა შეძლეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სამ მათგამს ჰიპოთერმია აქვს.