720 დაღუპული და 34 400 დაინფცირებული - ახალი კორონავირუსის სტატისტიკა
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2020 10:20
720 დაღუპული და 34 400 დაინფცირებული - ახალი კორონავირუსის სტატისტიკა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შედეგად 720 ადამიანი დაიღუპა და 34 400 დაინფიცირებულია. გარდა ამისა იაპონიასა და ჰონგ-კონგშო ორ საკრუიზო გემზე  ათასობით ადამიანი კარანტინის ქვეშ იმყოფება.

აღსანიშნავა, რომ მხოლოდ გუშინ, 7 თებერვალს ი ჩინეთში 86 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი ლეტალური შედეგის მაჩვენებელია ერთი დღის განმავლობაში.

6 თებერვალი: 73 

5 თებერვალი: 73

4 თებერვალი: 65

3  თებერვალი: 64

2 თებერვალი: 57

1  თებერვალი: 45

31 იანვარი: 46

30 იანვარი: 43

29 იანვარი: 38

28 იანვარი: 26

27 იანვარი: 26

26 იანვარი: 24

25 იანვარი: 15

24 იანვარი: 16

23 იანვარი: 8

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 23 იანვრამდე ვირუსის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მსოფლიოს 27 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ჩინეთის ტერიტორიის გარეთ მხოლოდ 2 ფატალური შედეგი დადგა.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის პროვინცია ხუბეის ქალაქ უჰანში დეკემბერში გამოვლინდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

  •