ქალი, რომელსაც ხობში სტუმარმა თავში სკამი ჩაარტყა, გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2020 14:05
ქალი, რომელსაც ხობში სტუმარმა თავში სკამი ჩაარტყა, გარდაიცვალა

ხობში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

დაშავებული ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ხობიდან გადაიყვანეს, მას სტუმრად მისულმა მამაკაცმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელი აღნიშნულ ინციდენტამდე სხვა ოჯახს სტუმრობდა, სადაც მასპინძელი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.