გიორგი კეკელიძე - ბიჭი, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატია
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2020 18:58
გიორგი კეკელიძე - ბიჭი, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატია

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით - დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო ,,გურული დღიურების ფონდი" დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია", - წერს კეკელიძე.