ირანის კომუნიკაციის მინიტრი სოცქსელებში დაცინვის საგნად იქცა
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2020 12:22
ირანის კომუნიკაციის მინიტრი სოცქსელებში დაცინვის საგნად იქცა

ირანის კომუნიკაციის მინიტრმა მუჰამედ ჯახრომიმ წარმოადგინა ირანელი კოსმონავტის სკაფანდრი, რომლითაც სულ მალე ირანელები კოსმოსს დაიპყრობენ. სოცქსელების მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ეს სკაფანდრი 20 დოლარიანი ჰელოუინის კოსწიუმია.

მინისტრის მიერ მის ოფიციალურ ტვიტერზე წარმოდგენილ ფოტოზე ძალიან მკაფიოდ მოჩანს ნასას და ამერიკის დროშის ამძვრალი ნაკვალევი, მათ ნაცვლად სკაფანდრზე ირანის დროშაა დაკერებული.

დაკვირვებულმა მომხმარებელმა ისიც აღმოაჩინა რომ ე.წ. სკაფანდრი შარვალკოსტიუმზე არის ჩაცმული. ირანის ახალგაზრდა მინისტრი სოცქსელებში დაცინვის საგნად იქცა.