კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე 9 დღე ცოცხლობს - ახალი კვლევის შედეგები
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2020 12:20
კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე 9 დღე ცოცხლობს - ახალი კვლევის შედეგები

ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე 9 დღე ცოცხლობს. ამის შესახებ ჟურნალ The Journal of Hospital Infection-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიაში განხილულია 22 ტიპის სხვადასხვა ვირუსი, როგორიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS).

კვლევის მიხედვით, კორონავირუსს შეუძლია იცოცხლოს სხვადასხვა სახის ზედაპირზე, როგორიცაა შუშა, პლასტმასი ან ლითონი.

ახალი ტიპის კორონავირუსი (nCoV2019), რომელმაც უკვე ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე ან ბინძურ ზედაპირზე შეხებისას.

„საავადმყოფოში შეიძლება ეს იყოს კარის სახელურები, ასევე ღილაკები, საწოლები ან სხვადასხვა სახის მეტალის და პლასტმასის საგნები, რომელსაც უშუალოდ დაინფიცირებული პაციენტი ეხება“, - აღნიშნულია ნაშრომში.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საშუალოდ, კორონავირუსებს შეუძლიათ ოთხიდან ხუთი დღის განმავლობაში იცოცხლონ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის სხეულისგან დამოუკიდებლად 9 დღე ცოცხლობს ოთახის ტემპერატურაზე.