"რა ხდება სინამდვილეში უგულავას საქმეზე..." - ლევან ნიკოლეიშვილი
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2020 14:13
"რა ხდება სინამდვილეში უგულავას საქმეზე..."  - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვი, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რა ხდება სინამდვილეში უგულავას საქმეზე:

უგულავას მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები სამი სხვადასხვა მიმართულებით.

1. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - შეეხება თბილსერვისის ეპიზოდს და 5 მილიონ ლარს, რაზეც უგულავამ მოიხადა სასჯელი.

2. საქმე, რომლზეც დღეს დადგა საბოლოო განაჩენი - ეხება 48 მილიონ ლარს, საიდანაც 14 მილიონი ბიუჯეტიდან ხეფასების სახით ჩაურიცხა პარტიულ აქტივს. დანარჩენიც გაფლანგულია, - გამოიტანეს ქეშად და დახარჯეს პარტიულ ღონისძიებებში.

პროკურატურა ამ თემაზე თავიდანვე გაფლანგვას ედავებოდა უგულავას. პირველი ინსტანციის სასამართლო პროკურატურას
გაფლანგვის კვალიფიკაციაზე არ დაეთანხმა. თქვა, რომ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და მიუსაჯა 1 წ. და 3 თვე პატიმრობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ უგულავა ციხიდან გამოვიდა.

პროკურატურამ გაასაჩივრა განაჩენი, მაგრამ სააპელაციო სასამართლო პირველ ინსტანციას დაეთანხმა და განაჩენი არ შეცვალა.

პროკურატურამ ეს (სააპელაციო სასამართლოს) განაჩენიც გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. მას მიაჩნდა, რომ რეალურად სასჯელი იყო ძალიან მუბუქი, რადგან უგულავას ქმედება იყო გაფლაგვა და არა უფლებამოილების გადამეტება.

უზენაესი სასამართლო პირველი და მეორე ინსტანციებისგან განსხვავებით დაეთანხმა პროკურატურას. მან თქვა, რომ უგულავას ქმედება ნამდვილად არის გაფლანგვა და მიუსაჯა შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 4 წ. და 5 თვით პატიმრობა. ამას აკლდება მოხდილი სასჯელი - 1 წ. და 3 თვე და მას მოუწევს დამატებით 3 წ. და 2 თვე ციხეში ჯდომა.

თვითონ გიგი უგულავას სააპალაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია!

3. მესამე საქმე ახლაც საქალაქო სასამართლოშია. ის შეეხება არაერთ ეპიზოდს - ფულის გათეთრება, საარჩევნო დოკუმენტების განადგურება და ა. შ.

ახლა მითხარით, რა შუაშია პოლიტიკური დევნა ან ერთ საქმეზე ორჯერ დაჭერა.

ეს კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი და მისი ყველა თანაპარტიელი მატყუარაა!", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.