ავარია სენაკში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2020 15:51
ავარია სენაკში - დაღუპულია ერთი ადამიანი

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინოსტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

rustavi2.ge