ოქროყანაში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2020 16:19
ოქროყანაში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გრუნტის დამჭერი კედელი ამჯერად, ოქროყანაში, ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 21 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რომელიც გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

აღნიშნულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინსტალ+“ ასრულებს და მისი ღირებულება 56 000 ლარია.