მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2020 16:54
მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  11 თებერვალს, დილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. დაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე.
საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.