14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2020 19:23
14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, თეთრი ტბის, ომარ ხიზანიშვილის, გიორგი ბაბილოძის, ზაქარია მაისურაძის, ვეკუას და ბადრი კობახიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების და დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ბოგდან ხმელნიცკის, ემზარ სულაქველიძის, პაატა ჯანელიძის, ბესიკ გეთიას, მამისაანთუბნის, აშოტ კურაპალატის, ჯუმბერ ლეჟავას,  დუტუ მეგრელის, ისნის, ურბნისის, ფერიცვალების, მეტეხის და ჩეხოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.