ელექტრონული კომერციის დაბადება და მიმოხილვა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2020 19:42
ელექტრონული კომერციის დაბადება და მიმოხილვა

 

 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ცოდნისა და ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ყოველდღიურობა. საერთაშორისო კონკურენციის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია გლობალიზაციასთან, ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამასთან, ინოვაციების გაძლიერებას.

ინფორმაციების მოძიება, ურთიერთობები, რჩევები, გართობა, დასვენება და , რა თქმა უნა, ონლაინ შოპინგი იმ სასიკეთო საქმეების ჩამონათვალშია, რომელსაც თანამედროვე ტიპის ტექნოლოგიები გვთავაზობენ.

დღეს ძირითად აქცენტს ელექტრონული კომერციის გარშემო, ონლაინ მაღაზიებზე გავაკეთებთ, რომლის ისტორია 1994 წლიდან იწყება და მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიას - Amazon-ს უკავშირდება. მისი დაარსება ცნობილი მილიარდერის Jeff Bezon-ის დამსახურებაა, რომელმაც საკუთარ იდეას ფრთები სწორედ მაშინ შეასხა, როდესაც  კომპიუტერები თუ ტელეფონები განვითარების დიდ გზას ადგა.

Amazon-ის საიტი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ წიგნებს 50 შტატსა და 45 სხვადასხვა ქვეყანაში ყიდდა, მსოფლიიო აღირება მალევე მოიპოვა და ერთ-ერთ  წამყვან და უმდიდრეს ონლაინ მაღაზიად იქცა.

ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის დაარსება 1994 წელს სიეტლში,  საკუთარ ავტოფარეხში გადაწყვიტა და დღემდე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან რჩება.  Forbes-ის 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 230 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საიდანაც 10 მილიარდი წმინდა მოგების სახით  დარჩა. ამდენად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ელექტრონულ კომერციას საფუძველი სწორედ სიეტლში, ჯეფის ავტოფარეხში ჩაეყარა.

ელექტრონული კომერცია, რომელიც გულისხმობს საქონლისა და მომსახურების უწყვეტ კომპლექსს, სწორედ თანამედროვე ელექტრონული საშულებებით მიმდინარეობს. ისეთი ონლაინ მაღაზიები , როგორიცაა : Amazon, eBay, Alibaba, Walmart, BestBuy და სხვები, განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადიოდნენ . ჩამოთვლილ კომპანიებს დღეს უკვე დამკვიდრებული აქვთ  საკუთარი ნიშა კომერციულ ბაზარზე და მათ მიმართ სანდოობაც ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, გამოკითხულ რესპოდენტთა 67 % სრულად ენდობა ამაზონს მათი კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვის მხრივ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ელექტრონული კომერციის განვითარების შედეგად, გაფართოვდა წარმოების პროცესებიც და დღეს უკვე მსოფლიო ეკონომიკის 2/3 დამოკიდებულია სწორედ მომხმარებელთა მიერ გაწეულ ხარჯებზე.

ამდენად, წარმოგიდგენთ ონლაინ შოპინგის ძირითად მიგნებებს, რომელსაც მომხმარებლები გვიზიარებენ:

·        ონლაინ მომხმარებელთა  39% აღნიშნავს, რომ ნივთის ოპერატიულად მიღება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია;

·        23% აღნიშნავს, რომ ფასებს შორის სხვაობაზე ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას;

·        23% აღნიშნავს, რომ ონლაინ შოპინგი მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ თავად არ უწევთ  მაღაზიებში სიარული;

·        56% აღნიშნავს, რომ სატზე არსებული რეკომენდაციები, გავლენას ახდენს მათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე;

·        78% დადებითად აფასებს საიტის მხრიდან იმ ფაქტს, რომ სხვა მომხმარებლებსაც შეუძლიათ  მიმოხილვების ნახვა;

·        58%-ისთვის დროის დაზოგვა უმთავრესი ფაქტორია;

·        39% აღნიშნავს, რომ ნივთის დაბრუნების უფასო შესაძლებლობა, დიდ გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე;

·        90% უფასო მიტანას იმ შემთხვევაშიც ანიჭებს უპირატესობას, თუკი ეს დიდ დროსთანაა დაკავშირებული.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული კომერცია დღეს იმაზე მეტად ამარტივებს ჩვენ ყოველდღიურობას, ვიდრე ოდესმე. კომფორტი, დროის დაზოგვა, არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, პროდუქციის მრავალფეროვნება, სახლში მიტანის სერვისი ის ძირითადი ფაქტორებია , რომელსაც ონლაინ მაღაზიები მუდმივად გვთავაზობენ.

ელექტრონული კომერცია საქართველოშიც აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ონლაინ მაღაზია isurve.ge, რომელიც მომხმარებლებს მობილურებითა და ტელევიზორებით დაწყებული კონდიციონერებითა და სარეცხი მანქანებით დამთავრებული, პროდუქციის ძალიან ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.