დღეიდან საქართველოში ითოვებს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 10:34
დღეიდან საქართველოში ითოვებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ხოლო მაღალმთიან რაიონებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში მცირე ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან, ტემპერატურა კი + 4-6 გრადუსი იქნება.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ნალექის რაოდენობა ხვალ შემცირდება, ხოლო 15 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს.