13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 10:39
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს UNESCO-მ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო ეთერში პირველად გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

UNESCO-ს განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

მსოფლიოში პირველად, რადიომაუწყებლობა აშშ-ში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში, საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს დაიწყო.