დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 10:42
დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა

დიდთოვლობამ მაღამთიან აჭარაში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო ხულოს, შუახევისა და ქედის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. მოძრაობა გართულებულია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზეც, სადაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი.

ხულოს ცენტრში თოვლის საფარი ერთ მეტრს, სოფლებში კი მეტრნახევარს აღწევს. ანალოგიური მდგომარეობაა შუახევშიც.

ამასთან, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მუნიციპალიტეტს გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად დაიწყო.მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება.