ნაზარბაევის შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 12:03
ნაზარბაევის შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

როგორც აისულთან ნაზარბაევი აცხადებს, მას რუსეთისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის მასშტაბური კორუფციული გარიგებების შესახებ აქვს ინფორმაცია, რის გამოც ოჯახისგან ზეწოლას განიცდის.

„საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ყაზახ ხალხს მოპარეს. მე აღმოვჩნდი ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით, დედაჩემის, დარიგა ნაზარბაევის და მისი ქმრის, ყაირათ შარიპბაევის გაუმაღძრობის ცენტრში. მაქვს ინფორმაცია მასშტაბური კორუფციის შესახებ და ამის გამო ოჯახისგან ძლიერ ზეწოლას განვიცდი. ამიტომ, იძულებული გავხდი მიმეღო კარდინალური გადაწყვეტილება და თავშესაფარი გაერთიანებული სამეფოსთვის მეთხოვა. ჩვენ დავუმტკიცებთ ხელისუფლების სათავეში მყოფებს, რომ ისინი ღმერთები არ არიან. მათ შეუძლიათ გვდევნონ, დაგვაპატიმრონ, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ,“-წერს ნაზარბაევის შვილიშვილი.

Facebook-პოსტში აისულთანი იმ კორუფციულ სქემასაც აღწერს, რომელშიც ყაზახეთისა და რუსეთის მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი. სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად ის რუსულ „გაზპრომს“ ასახელებს.