გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ბუნებრივი აირის გათიშვა გააპროტესტა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 13:34
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ბუნებრივი აირის გათიშვა გააპროტესტა

„თავუსუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისის მერიასთან პერფომანსის გამართვა დააპირა, თუმცა სამმართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, ამის მიუხედავად წულაია, შეშისთვის ცეცხლის წაკიდებას შეეცადა.

„ქუთაისში 5 სანტიმეტრი თოვლია და ქალაქი აბსოლიტურად პარალიზებულია“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

გამოწვული მდგომარეობის გამო, წულაია პასუხისმგებლობას ქალაქის ხელმძღვანელობას აკისრებს.