შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 14:42
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ისრაელის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

მინისტრმა ელჩთან საუბრისას ორმხრივ ფორმატში საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის, სამომავლო შეხვედრების გამართვისა და კონკრეტული მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.