ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 26 წლის ქალს აკვირდებიან
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 15:15
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 26 წლის ქალს აკვირდებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების მიზნით 26 წლის ქალი მიიყვანეს, რომელიც ორი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან საქართველოში სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.

როგორც imedinews-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

„ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების მიზნით 26 წლის ქართველი ქალი მიიყვანეს, რომელიც ორი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან საქართველოში სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. შანხაის, მოსკოვის და ერევნის აეროპორტებში სხეულის ტემპერატურა არ დაფიქსირდა, თუმცა სადახლოს საბაჟოზე თერმომეტრმა დაბალი (37.4 გრადუსი) ტემპერატურა დაუფიქსირა. პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. მისი ანალიზის პასუხები ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია გააკეთებს. პაციენტი 6 დეკემბრიდან ჩინეთში იმყოფებოდა. ბოლო სამი კვირა კი, ქალაქ ფუჯიანში ცხოვრობოდა და კონტაქტი არავისთან ჰქონია. თავს უფრთხილდებოდა და იზოლირებული იყო“, - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.