სირიის პარლამენტმა სომხების გენოციდი დაგმო
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 19:12
სირიის პარლამენტმა სომხების გენოციდი დაგმო

სირიის არაბთა რესპუბლიკის სახალხო კრებამ (პარლამენტმა) მიიღო დადგენილება, რომელიც გმობს XX საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს. ამის შესახებ დღეს, 13 თებერვალს სააგენტო SANA-მ განაცხადა.

დეკემბერში აშშ-ს სენატმა ოფიციალურად აღიარა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხური გენოციდი. მის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ პატივი უნდა სცეს სომხების გენოციდს, ოფიციალური აღიარების გზით.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერია დევნიდა სომეხ მოსახლეობას. მრავალი ისტორიკოსის ცნობით, 1,5 მილიონზე მეტი სომეხი მოკლეს 1915 წელს. გენოციდის ფაქტი 20-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, თურქეთმა კი უარყო თავად ტერმინი „გენოციდი“ და ირწმუნება, რომ იმ წლებში მოხდა ძმათა შორის ბრძოლა და კონფლიქტის თითოეულმა მხარემ განიცადა დიდი ზარალი.