მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 20:40
მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

მაღალმთიან აჭარაში ელექტრო მომარაგება აღდგენილია. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა სამივე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის თითქმის სრულად აღდგენა მოახერხეს.

ხულოში, დანისპარაულისა და რიყეთის აბონენტების ნაწილს დენი შეფერხებით მიეწოდება, შუახევში ამ დროისთვის დარჩენილია ჭვანის ხეობის ნაწილი, ქედაში კი დოლოგნის, დანდალოსა და აგარას აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ.

დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მუნიციპალიტეტს გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.