ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ დააჯარიმეს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 20:42
ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ დააჯარიმეს

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ დააჯარიმეს. კომპანიის საქმიანობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ორი დღის წინ დაინტერესდა.

ნავთობისა და გაზის სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობით გარემოს დაბინძურებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევა აღმოაჩინეს.

„მას შემდეგ, რაც კომპანიის 84 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნავთობაზაზე მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი რჩება. ადამიანური რესურსის სიმცირის გამო, ისინი დადგენილი სტანდარტების დაცვას ვეღარ უზრუნველყოფენ, დაბინძურებულია მიმდებარე ტერიტორია და დაღვრილია ნავთობი“,- ამბობენ კომპანიის ყოფილი თანამშრომლები.

კომპანიისათვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა ჯერ უცნობია. ხარვეზების გამოსასწორებლად ფრონტერასორი კვირის ვადა აქვს.

შეგახსენებთ, „ფრონტერას“ წინააღმდეგ, საერთაშორისო არბიტრაჟში დავას აწარმოებს სახელმწიფო. კომპანიის 84 თანამშრომელი თერთმეტთვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანების ანაზღაურებას, სასამართლო წესით ითხოვს.