64 435 დაინფიცირებული და 1 383 გარდაცვლილი - სასიკვდილო კორონავირუსის სტატისტიკა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 10:19
64 435 დაინფიცირებული და 1 383 გარდაცვლილი - სასიკვდილო კორონავირუსის სტატისტიკა

13 თებერვალს ჩინეთში ახალი კორონავირუსის 5 090 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც საერთო მაჩვენებელი 64 435-მდე გაზარდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 1 383 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ მხოლოდ 3 ფატალური შედეგი დადგა - იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებზე.

 

 

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში 36 719 ადამიანია ჰოსპიტალიზებილი, მათ შორის 1 685 ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 27 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ამ ქვეყნბში დაინფიცირების 585 შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის დაავადებისგან განიკურნა 7 000-ზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის პროვინცია ხუბეის ქალაქ უჰანში დეკემბერში გამოვლინდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.