20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 12:05
20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე სამართალდამცავები დაიკითხნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი - ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია 2019 წლის 4 ივლისს დააკავა.