ჩინეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ვირუსის ნიშნები არ აქვს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 12:18
ჩინეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ვირუსის ნიშნები არ აქვს

ჩინეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას, რომელიც გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს,  ახალი ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს.

ლუგარის ლაბორატორიიდან კვლევის პასუხს კლინიკაში დღის განმავლობაში ელოდებიან.

19 წლის კაცი ჩინეთიდან საქართველოში 9 თებერვალს დაბრუნდა. ის ავად ჩინეთში 28 იანვარს გახდა, მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

თუმცა, პაციენტმა ჩამოსვლის შემდეგ, დაბალი ტემპერატურის გამო, ინფექციურ საავადმყოფოს მაინც მიმართა. რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში გუშინ დილით შეიყვანეს, მას კვლევის პასუხებით, არც ერთი ტიპის ვირუსი არ დაუდასტურდა და დღეს ბინაზე გაწერენ.