კორონავირუსით ჩინეთში 1 716 მედიკოსი დაინფიცირდა, 6 გაირდაიცვალა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 13:05
კორონავირუსით ჩინეთში 1 716 მედიკოსი დაინფიცირდა, 6 გაირდაიცვალა

ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით (Covid-19) 1 716 მედპერსონალი დაინფიცირდა, მათ შორის 6 გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN წერს.

მედიკოსთა დაინფიცირების 1500 (87.5%) შემთხვევა ხუბეიზე მოდის, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე შეგახსენებთ, კოროვირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში 36 719 ადამიანია ჰოსპიტალიზებილი, მათ შორის 1 685 ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 27 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ამ ქვეყნბში დაინფიცირების 585 შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის დაავადებისგან განიკურნა 7 000-ზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის პროვინცია ხუბეის ქალაქ უჰანში დეკემბერში გამოვლინდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.