უჰანიდან ევაკუირებულ ქართველებს, რომლებიც თურქეთში კარანტინში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 13:42
უჰანიდან ევაკუირებულ ქართველებს, რომლებიც თურქეთში კარანტინში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

უჰანიდან ევაკუირებულ ქართველებს, რომლებიც თურქეთში კარანტინში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

გარდა ამისა, ვირუსი არ აღმოჩნდა ქართველებთან ერთად ევაკუირებულ თურქეთის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეებსაც.

შგახსენებთ, რომ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავით უჰანიდან 42 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 3 ქართველი, 6 აზერბაიჯანელი, 1 ალბანელი და 32 თურქი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, კოროვირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში 36 719 ადამიანია ჰოსპიტალიზებილი, მათ შორის 1 685 ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 27 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ამ ქვეყნბში დაინფიცირების 585 შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის დაავადებისგან განიკურნა 7 000-ზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის პროვინცია ხუბეის ქალაქ უჰანში დეკემბერში გამოვლინდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.