რუსეთში მონაზონი ქალს და მის ორ შვილს მანქანით დაეჯახა და არხში გადავარდნილები მიატოვა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 14:08
რუსეთში მონაზონი ქალს და მის ორ შვილს მანქანით დაეჯახა და არხში გადავარდნილები მიატოვა

რუსეთში, კალუგის ოლქში, 33 წლის ქალმა ავტომობილით დედას და მის ორ ქალიშვილს, მიატოვა ისინი და განაგრძო გზა.

შემთხვევა 12 თებერვალს, კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონის სოფელ დვარცის მახლობლად მოხდა. საჭესთან მონაზონი (ზოგიერთი წყაროს თანახმად კი მღვდლის ცოლი ან მონასტრის მორჩილი) იჯდა.

დაშავებული ქალის დის თქმით, ქალმა ბაღიდან უფროს ქალიშვილთან ერთად გამოიყვანა უმცროსი და ციგაზე მჯდომ პატარასთნ ერთად მიუყვებოდნენ საკმაოდ მოყინული გზის ნაპირს. მოულოდნელად მათ მოცურებული Lada Largus-ი დაეჯახა და სამივე ერთად გზისპირა თოვლიან არხში მოისროლა. მძღოლმა მანქანა შეაჩერა, შეხედა მათ, თქვა, რომ სახლში მას საკუთარი ბავშვები ელოდებოდნენ და განაგრძო გზა.

10 წლის ასაკის უფროსი გოგონა ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის დიაგნოზით მოათავსეს საავადმყოფოში. პოლიციის ცნობით, საჭესთან მჯდომი ქალის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს ძიება.
ipress.ge