იმიტირებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდა - პრეცედენტი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 15:26
იმიტირებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდა - პრეცედენტი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში

იმიტირებული არჩევნები ოზურგეთის ყველაზე ელიტურ, მეორე საჯარო სკოლაში - საგანში - "სამოქალაქო განათლება" ჩატარდა და მასში მონაწილეობა მე-9 ა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ამის შესახებ "გურიის მოამბე" წერს.

როგორც საჯარო სკოლის ფეისბუკ გვერდი იუწყება, იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას "ლეიბორისტული" პარტიის და "ქართული ოცნების" კანდიდატები ღებულობდნენ - ხმათა უმრავლესობით კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა - გიორგი სირაძემ გაიმარჯვა.

ინფორმაცია იმიტირებული არჩევნების შესახებ მეორე საჯარო სკოლის ფეისბუკ გვერდმა დღეს გაავრცელა.