ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო, საჯარო მოხელე დახვრიტეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 15:39
ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო, საჯარო მოხელე დახვრიტეს

საჯარო მოხელე, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში -  ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში დაბ­რუნ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო დახ­ვრი­ტეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail კო­რე­ულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ვაჭ­რო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩი­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ახალი კორონავირუ­სის საფრ­თხის გამო, კარანტინში მო­ა­თავ­სეს და სას­ტი­კად აუკრძალეს გა­რეთ გას­ვლა. აკრძალვის დარღვევის შემდეგ, ის დახ­ვრი­ტეს.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის ნამ­დვი­ლად იყო თუ არა მოკ­ლუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ცნობისთვის, ფხენიანს ამ დრომდე ახალი კორონავირუსის არც ერთ დადასტურებული შემთხვევაზე არ განუცხადებია.