იენს სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 18:52
იენს სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები

შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "პირველ არხთან" საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ალიანსი ქვეყანას მხარს უჭერს.

„ალიანსი არის წარმოდგენილი შავ ზღვაზე, ჩვენ გვყავს წევრები თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი, გვყავს პარტნიორები საქართველოსა და უკრაინის სახით. ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ შავ ზღვაზე, აქტიურად ვმუშაობთ უკრაინასთან იმ პრობლემების დასაძლევად, რომლის წინაშეც დგას უკრაინა რუსული აგრესიის შემდეგ. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები და მადლობას ვუხდით საქართველოს ნატო-სთვის მხარდაჭერის გამოც“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.