მარნეულში 17 წლის გოგო გაიტაცეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 19:56
მარნეულში 17 წლის გოგო გაიტაცეს

მარნეულში არასრულწლოვანი გაიტაცეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 17 წლის გოგონა მასწავლებელთან მოსამზადებელ კურსზე სამ თანაკლასელთან ერთად იყო წასული.

თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონა რამდენიმე მამაკაცმა მანქანაში ძალდატანებით ჩასვა.

შემთხვევა ქალაქ მარნეულში მოხდა. ადგილზე გაემგზავრა სახალხო დამცველი.

შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.