ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზრდას კორონავირუსი არ დაუდგინდა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 23:10
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზრდას კორონავირუსი არ დაუდგინდა

ჩინეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, რომელიც გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში  ბოქსირებიულ განყოფილებაში მოათავსეს, კორანავირუსი არ დაუდგინდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით,  პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს.

„გაუკეთდა სპეციფიკური ტესტი კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში და მიღებულია უარყოფითი პასუხი. ყველა კითხვა ამ ახალგაზრდის მიმართ მოიხსნა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს ეს ინფექცია“, - განუცხადა „ქრონიკას“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

19 წლის კაცი ჩინეთიდან საქართველოში 9 თებერვალს დაბრუნდა. ის ავად ჩინეთში 28 იანვარს გახდა, მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

თუმცა, პაციენტმა ჩამოსვლის შემდეგ, დაბალი ტემპერატურის გამო, ინფექციურ საავადმყოფოს მაინც მიმართა.