ისტორიული შენობებისა და დარბაზების თავდაპირველი იერსახე შენარჩუნდება - თიკა რუხაძე
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2020 09:59
ისტორიული შენობებისა და დარბაზების თავდაპირველი იერსახე შენარჩუნდება - თიკა რუხაძე

მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განახორციელებას იწყებს, რომელთა შორის,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაა. 

სამუშაოების შედეგად, გამაგრდება საყრდენი კედლები, ჩატარდება სადღესასწაულო დარბაზების მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ამ პროექტით ჩატარდება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 25 მილიონი ლარია. სამუშაოები 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

"სასახლე სამი ნაგებობისა და ბაღებისგან შედგება. ყველა შენობას აქვს თავისი პრობლემა. მაგალითად, ზოგ ადგილას საჭიროა კედლის გამაგრება, ზოგან - უბრალო რემონტი და ა.შ. ისტორიული, სადღესასწაულო დარბაზების თავდაპირველი იერსახე უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს.  ასეთ დარბაზებში იმუშავებენ ხელოვნებათმცოდნეები და რესტავრატორები. არის ისეთი ტიპის ოთახები, სადაც მოხატულობა არ არის. ასეთ ოთახებში უბრალოდ ე.წ. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნდეს ძველი იერი,  მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ისტორიული მონაცემები", - განაცხადა რეპორტიორთან საუბარში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ.