აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2020 22:47
აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

აშშ „სამი ზღვის ინიციატივაში“ შემავალ ევროპულ სახელმწიფოში ენერგეტიკის განვითარებაზე მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

„ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ კერძო სექტორების ინვესტიციები ამ სახელმწიფოების ენერგეტიკაში“, - განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ ამგვარად ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე შემცირდება. 

„სამი ზღვის ინიციატივა“ ევროკავშირის 12 სახელმწიფოს აერთიანებს: ავსტრიას, ბულგარეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, ჩეხეთს და ესტონეთს. 

 

 

წყარო