ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1665-ს მიაღწია
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2020 11:10
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1665-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1665-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 68 500-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 9419 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთშიც. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.