1 775 გარდაცვლილი და 71 000 დაინფიცირებული - კორონავირუსის მსხვერპთა რაოდენობა გაიზარდა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2020 10:36
1 775 გარდაცვლილი და 71 000 დაინფიცირებული - კორონავირუსის მსხვერპთა რაოდენობა გაიზარდა

ახალი კორონავირუსის შედეგად 1 775 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 5 ფატალური შემთხვევის გარდა, ყველა ჩინეთში დაფიქსირდა.  რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო მონაცემებით ის 71 ათასამდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში, რომელიც ვირუსის ეპიცენტრს წარმოადგენს, 16 თებერვლის განმავლობაში 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 1 933 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, ხუბეის პროვინციაში დაინფიცირებულთა რაოდენობა  58 182-მდე გაიზარდა. ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე კი გუშინ დაინფიცირების  2 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ვირუსისგან საერთო ჯამში 10 844 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ახალი კორონავირუსიჩინეთის პროვინცია ხუბეიში დეკემბერში გამოვლინდა. ამ ეტაპზე ვირუსის დადასტურებული შემთხვევები მსოფლიოს 28 ქვეყანაში ფიქსირდება.